კოლეგებთან თანამშრომლობა


კოლეგებთან სამუშაო შეხვედრები
(2017-2018)სასწავლო წელი
სამუშაო შეხვედრის ორგანიზატორი - უფროსი მასწავლებელი,
მანანა მუკატარიძე - ინგლისური ენის პედაგოგი.
სამუშაო შეხვედრებში მონაწილე, ufrosi მასწავლებელი- iana dvali

შეხვედრის დრო
თემა
მიზანი
27.02.2018
აქტიური სწვლების „თამაში“ სრულყოფა დაწყებით  საფეხურზე.
აქტიური სწავლების - „თამაში“ სხვადასხვა ფორმების გაცნობა, მეთოდების, სტრადეგიების, გზების და საშუალებების გამოყენება. მარტივ თამაშებში მოსწვლეთა მონაწილეობის განსაზღვრა, კავშირი სტანდარტთან და აქტიური თამაშების კლასიფიკაციის შეჯერება.
19.03.2018
აქტიური სწავლების - „თამაშების“ - ანალიზი დაწყებით საფეხურზე.
1)      შეხვედრა
სხვადასხვა ტიპის თამაშების ანალიზის გაკეთება, დაყოფა ენობრივ - გრამატიკული უნარჩვევევის და ფუნქციურად გამოყენების მიზნით. საკომუნიკაციო თამაშების გამოყენების დროს წარმოქმნილი სპეციფიკური პრობლემები გამოიკვეთა. დაისვა კითხვა: რა არის სავარაუდო მიზეზი? როგორ უნდა იყოს მასწავლებლის რეკომენდაციები პრობლემების გადასაჭრელად?
2)      რამდენიმე  ინტერაქტიული თამაშის ჩატარება და გაანალიზება.
28.03.2018
აქტიური სწავლების „თამაშის“ პრაქტიკული გამოყენების ანალიზი დაწყებით საფეხურზე.
აქტუალური სწავლების „თამაში“ სრულყოფილი ვარიანტის შეფასება.

სასწავლო რესურსების გამოყენებით აქტიური სწავლების „თამაში“ დამოუკიდებლად დაგეგმვა.



რეფლექსია ( 1 27.02.2018)

დაწყებითი კლასის გეგმებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტივობა „თამაში“, რომელიც ეხმარება თითოეულ მოსწავლეს იყოს აქტიური მონაწილე, ჩაებას შემოქმედებით ფერხულში და მისთვის ენის სწავლება გახდეს სახალისო და მისაწვდომი.
მაგრამ „თამაში“ არის სხვადასხვა მიმართულების და მოითხოვს გაანალიზებას და დაფიქრებას. ამიტომ მივმართე ჩემს კოლეგას უფროს მასწავლებელს მანანა მუკატარიძეს, რომ გაგვეანალიზებინა რამდენიმე თამაში სქემატურად და გვემსჯელა რომელი მათგანი არის უფრო მიზნობრივი და რა მიმართულების დახვეწაა საჭირო რომ შეესაბამებოდეს სატანდარტებს.
ჩვენ ერთად განვიხილეთ დიდაქტიკური თამაშების ფორმები, ვნახეთ რამდენიმე გაკვეთილი ვიდეოზე და შევჯერდით ყველაზე უფრო აქტიურ თამაშებზე, რომელიც მორგებული იქნებ მე-2 კლასისთვის. მოვახდინეთ თამაშების კლასიფიკაცია, შევუსაბამეთ გარკვეული ლექსიკის ათვისების სტანდარტებს.
ჩატარებული შეხვედრის ძლიერი მხარე იყოს ის, რომ განვიხილეთ ჩემთვის საინტერესო ყველა საკითხი, მაგრამ შეხვედრა უფრო საინტერესო იქნებოდა თუ პრაქტიკულ სახეს მივცემდით. მანანა მუკატარიძემ მაჩვენა ვიდეო გაკვეთილები, რომლებიც წლების წინ ჰქონდა ჩატარებული. წავიკითხეთ მის მიერ დაწერილი სტატია, რომელიც დამეხმარება გამოვიყენო ყველა ის მითითებები და რჩევები, აქტიური გაკვეთილის ჩასატარებლად.
iana dvali  27.02..2018




რეფლექსია ( №2  19.03.2018)
შევხდი ინგლისური ენის უფროს მასწავლებელს მანან მუკატარიძეს. ამ ეტაპზე, შეხვედრის მიზანი კონკრეტული იყო.
მე წარვადგინე რამდენიმე დიდაქტიკური თამაში, დავყავი ორ ჯგუფად და გამოვიყენე ის გამოცდილება, რაც წინა შეხვედრამ შემძინა და კონკრეტულ მაგალითებზე დაყრდნობით გაავანალიზე ის სპეციფიკური ხასიათის პრობლემები და არგუმენტირებულად ვიმსჯელე იმს სირთულეების შესახებ, რომლებსაც ნაწილობრივ მივყევართ მიზნობრივ შედეგამდე. მე და მანანა მუკატარიძემ გადავხედეთ რამდენიმე „თამაშს“ და შევჯერდით ზოგიერთ აქტიურ მათგანზე.
მე ვფიქრობ რომ ჩემს კლასში აუცილებლად გამოვიყენებ რამდენიმე მათგანს ჩემი მოსწავლეებისათვის. ისინი აქტიურად ჩაებმებიან ამ თამაშებში და გაკვეთილი ხალისიანად წარიმართება.
დღევანდელი შეხვედრა იყო ამომწურავი, მასწავლებელმა მირჩია ჩამტარებინა გაკვეთილი და გამეთვალისწინებინა ის რეკომენდაციები რომლებიც ნამდვილად სასარგებლო იქნებოდა მომავალში.
დავგეგმეთ კიდევ ერთი შეხვედრა, სადაც განვიხილავთ სხვა აქტივობებს და ამავე დროს დამოუკიდებლად მოვამზადებ ერთ-ერთ თამაშებს და გამოვიყენებ შეძენილ ცოდნას და უნარებს ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკაში.
iana dvali  19.03.2018




რეფლექსია ( №3 28.03.2018)
ამ შეხვედრაზე უფროს მასწავლებელთან წარვადგინე თამაშის სრულყოფილი ვარიანტი. შევარჩიე ისეთი თამაში, რომელიც მისაღები იქნებოდა ჯგუფური მუშაობისთვის. გამოვიყენე რამდენიმე რესურსი - (სურათები, ფერადი ფანქრები, ფერადი ფურცლები, პლაკატი, ტელევიზორი)
დავხატე თამაშის ჩატარების სქემა.
გავითვალისწინე ასაკი და მივუსადაგე თემა სტანდარტით მისაღწევ შედეგებთან.
მასწავლებელმა მირჩია, რომ უმჯობესი იქნებოდა შემემცირებინა დრო და დამემატებინა რამდენიმე თვალსაჩინოება. შეხვედრის ძლიერი მხარე იყო ის, რომ ხელმძღვანელმა დადებითი შეფასება მისცა ჩემს დავალებას. აღნიშნა, რომ ასეთი ტიპის თამაში ნამდვილად სასარგებლო იქნებოდა შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარებისათვის.
რაც შეეხება ხარვეზებს, შეხვედრამ მიჩვენა, რომ სასურველი იქნებოდა ხელმძღვანელი დასწრებოდა მომდევნო გაკვეთილს და მომესმინა მასწავლებლის უკუკავშირი.
iana dvali  28.03.2018

No comments:

Post a Comment